პროექტის სახელწოდება-,, იფიქრე გლობალურად “
პროექტის ხელმძღვანელი
- ვენერა ხახუბია -ესებუა,
მედეა გვალია - კილასონია.
მიმართულება- გარემოს დაცვა
მიზანი
·
მაკულატურის შეგროვებისა და გამოყენების კულტურის დანერგვა.
·
სკოლის ბიბლიოთეკის განახლება
დევიზი - „ ერთად ცოცხალი პლანეტისთვის“
პროექტის აქტუალობა: ქაღალდის
წარმოებისათვის უამრავი
ხე იჭრება, ყოველი
მოჭრილი
ხე
კი
ბუნებისთვის
დიდი
დანაკარგია. თუმცა, ქაღალდის
წარმოება
მეორადი ქაღალდითაც
არის
შესაძლებელი.
ბუნებრივ რესურსებს რომ გავუფრთხილდეთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განვითარდეს
მაკულატურის შეგროვებისა და გამოყენების კულტურა.
პროექტის განხორციელება და დანერგვა გადაარჩენს უამრავ ხეს, ამ ნაბიჯით კი არსებით წვლილს შევიტანთ ბუნების დაცვაში. ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს!
ეს მნიშვნელოვანი პროექტია მათთვის, ვისაც წიგნიც უყვარს და ბუნებაც!
პროექტის
წამოწყების მიზანი:
გარემოს შენარჩუნება - უამრავი ქაღალდი, ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორადი ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.
გარემოს შენარჩუნება - უამრავი ქაღალდი, ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორადი ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.
სკოლის ბიბლიოთეკის ფონდის განახლება - პროექტის ფარგლებში შეგროვებული მაკულატურა გადაგვეცვალა ჩვენთვის სასურველ და საინტერესო წიგნებში რომელიც მოთავსდება სკოლის ბიბლიოთეკაში.
სამიზნე ჯგუფი-
მოსწავლეები, მშობლები, თემი, ადგილობრივი ორგანიზაციები.
მოსალოდნელი შედეგები
-სამიზნე ჯგუფში მონაწილე პირები გაუფრთხილდებიან თითეულ ფურცელს, განუვითარდებათ მაკულატურის შეგროვებისა და გამოყენების
კულტურა, გაიაზრებენ რომ ქაღალდი ნარჩენია და არა ნაგავი.
განსახორციელებელი
აქტივობები.
აქტივობა 1 - სამიზნე ჯგუფის შექმნა და მათთვის პროექტის მიზნების გაცნობა. (სკოლის
მოსწავლეები, მშობლები) (ოქტმბერი)
აქტივობა 2 - საუბარი თემაზე:
რა არის მაკულატურა? როგორ გამოიყენება ის ქაღალდის წარმოებაში სხვადასხვა ქვეყნებში? როგორია მაკულატურის შეგროვების კულტურა ჩვენს ქვეყანაში?
ჩვენს ქალაქში? სად მიგვაქვს სახლებში დაგროვილი უსარგებლო ქაღალდი?
ადგილობრივ
ორგანიზაციებში ვიზიტების დაგეგმვა (ოქტომბერი)
აქტივობა 3 -ვიზიტი ადგილობრივ ორგანიზაციებში, ბანკებში, სკოლებში,
ოფისებში პროექტის პრეზენტაციის მიზნით-შევაგროვოთ მაკულატურა. (ოქტომბერი - ნოემბერი)
აქტივობა4-
ადგილობრივ თემში, ოფისებში, ბიბლიოთეკებში, ბანკებში, სკოლებში მაკულატურის შეგროვება და სკოლაში განთავსება
( ოქტომბერი-ნოემბერი)
აქტივობა5-მაკულატურის
გადაცვლა წიგნებში.(ნოემბერი)
აქტივობა6-მაკულატურის
სანაცვლოდ არჩეული წიგნების გადაცემა სკოლის ბიბლიოთეკისათვის. (ნოემბერი)
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს აქვთ საშუალება თავიანთი
ინტერესებიდან გამომდინარე თავად აირჩიონ ორგანიზაცია, რომელშიც სურთ ვიზიტი პროექტის
პრეზენტაციის მიზნით. (ბანკები, სააფთიაქო ქსელები, ოფისები, გადამზიდი კომპანიები)
პროექტის მონიტორინგი
და შეფასება - პროექტის წარმატებით
მიმდინარეობის მონიტორინგისა და შეფასებისათვის
საუკეთესო საშუალებაა შეგროვილი მაკულატურის რაოდენობა, მაკულატურის სანაცვლოდ სკოლის ბიბლიოთეკისათვის გადაცემული წიგნები.
პროექტში მონაწილეთა
ჩართულობა - სამიზნე ჯგუფი ( სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები)
აქტიურად იქნება ჩართული მაკულატურის მოძიებაში, დახარისხებაში და გადასაზიდად გამზადებაში,
აირჩევენ წიგნებს რომელისაც მაკულატურის სანაცვლოდ გადასცემენ სკოლის ბიბლიოთეკას.
რისკები და შესაძლო
ხარვეზები - პროექტის განხორციელებას შესაძლებელია სირთულეები შეუქმნას
მაკულატურის გადამზიდავმა ორგანიზაციებმა .(დროულად ვერ მოხდეს შეგროვილი მაკულატურის
გატანა). ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოძიებული იქნას ალტერნატიული გზა მაკულატურის
ჩასაბარებლად (მაგ: კერძო პირი ვისაც შეუძლია მაკულატურა გადაცვალოს წიგნებში)
რესურსი - საკლასო ოთახი, კომპიუტერი, პროექტორი , ავტომობილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий