понедельник, 18 ноября 2019 г.


პროექტის სახელწოდება-,, იფიქრე გლობალურად
პროექტის ხელმძღვანელი - ვენერა ხახუბია -ესებუა, მედეა გვალია - კილასონია.
მიმართულება- გარემოს დაცვა
მიზანი
·         მაკულატურის შეგროვებისა და გამოყენების კულტურის დანერგვა.
·         სკოლის ბიბლიოთეკის განახლება
დევიზი -  ერთად ცოცხალი პლანეტისთვის“
პროექტის აქტუალობა: ქაღალდი წარმოებისთვიუამრავი ხე  იჭრება, ყოველი მოჭრილი ხე კი ბუნებისთვის დიდი დანაკარგია. თუმცა, ქაღალდის წარმოება მეორადი ქაღალდითაც არის შესაძლებელი.
ბუნებრივ რესურსებს რომ გავუფრთხილდეთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განვითარდეს მაკულატურის შეგროვებისა და გამოყენების კულტურა.
პროექტის განხორციელება და დანერგვა გადაარჩენს უამრავ ხეს, ამ ნაბიჯით კი არსებით წვლილს შეიტანთ ბუნების დაცვაში. ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს!
ეს მნიშვნელოვანი პროექტია მათთვის, ვისაც წიგნიც უყვარს და ბუნებაც!

პროექტის წამოწყებიმიზანი:

გარემოშენარჩუნება - უამრავი ქაღალდი, ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და .. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორადი ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას. 

სკოლის ბიბლიოთეკის ფონდის განახლება - პროექტის ფარგლებში შეგროვებული მაკულატურა გადაგვეცვალა ჩვენთვის სასურველ და საინტერესო წიგნებში რომელიც მოთავსდება სკოლის ბიბლიოთეკაში.
სამიზნე ჯგუფი- მოსწავლეები, მშობლები, თემი, ადგილობრივი ორგანიზაციები.

მოსალოდნელი შედეგები -სამიზნე ჯგუფში მონაწილე პირები გაუფრთხილდებიან თითეულ ფურცელს,  განუვითარდებათ მაკულატურის შეგროვებისა და გამოყენების კულტურა, გაიაზრებენ რომ ქაღალდი ნარჩენია და არა ნაგავი.

განსახორციელებელი აქტივობები.

აქტივობა 1 - სამიზნე ჯგუფის შექმნა და მათთვის პროექტის მიზნების გაცნობა. (სკოლის მოსწავლეები, მშობლები) (ოქტმბერი)

აქტივობა 2 - საუბარი თემაზე:  რა არის მაკულატურა? როგორ გამოიყენება ის ქაღალდის წარმოებაში  სხვადასხვა ქვეყნებში?  როგორია მაკულატურის შეგროვების კულტურა ჩვენს ქვეყანაში? ჩვენს ქალაქში? სად მიგვაქვს სახლებში დაგროვილი უსარგებლო ქაღალდი?
ადგილობრივ ორგანიზაციებში ვიზიტების დაგეგმვა   (ოქტომბერი)


აქტივობა 3 -ვიზიტი ადგილობრივ ორგანიზაციებში, ბანკებში, სკოლებში, ოფისებში პროექტის პრეზენტაციის მიზნით-შევაგროვოთ მაკულატურა.  (ოქტომბერი - ნოემბერი)
აქტივობა4- ადგილობრივ თემში, ოფისებში, ბიბლიოთეკებში, ბანკებში, სკოლებში   მაკულატურის შეგროვება და სკოლაში განთავსება ( ოქტომბერი-ნოემბერი)
აქტივობა5-მაკულატურის გადაცვლა წიგნებში.(ნოემბერი)
აქტივობა6-მაკულატურის სანაცვლოდ არჩეული წიგნების გადაცემა სკოლის ბიბლიოთეკისათვის.  (ნოემბერი)
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს აქვთ საშუალება თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე თავად აირჩიონ ორგანიზაცია, რომელშიც სურთ ვიზიტი პროექტის პრეზენტაციის მიზნით. (ბანკები, სააფთიაქო ქსელები, ოფისები, გადამზიდი კომპანიები)
პროექტის მონიტორინგი და შეფასება -  პროექტის წარმატებით მიმდინარეობის  მონიტორინგისა და შეფასებისათვის საუკეთესო საშუალებაა შეგროვილი მაკულატურის რაოდენობა, მაკულატურის სანაცვლოდ  სკოლის ბიბლიოთეკისათვის გადაცემული წიგნები.
პროექტში მონაწილეთა ჩართულობა - სამიზნე ჯგუფი ( სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები) აქტიურად იქნება ჩართული მაკულატურის მოძიებაში, დახარისხებაში და გადასაზიდად გამზადებაში, აირჩევენ წიგნებს რომელისაც მაკულატურის სანაცვლოდ გადასცემენ სკოლის ბიბლიოთეკას.
რისკები და შესაძლო ხარვეზები - პროექტის განხორციელებას შესაძლებელია სირთულეები შეუქმნას მაკულატურის გადამზიდავმა ორგანიზაციებმა .(დროულად ვერ მოხდეს შეგროვილი მაკულატურის გატანა). ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოძიებული იქნას ალტერნატიული გზა მაკულატურის ჩასაბარებლად (მაგ: კერძო პირი ვისაც შეუძლია მაკულატურა გადაცვალოს წიგნებში)
რესურსი -  საკლასო ოთახი, კომპიუტერი, პროექტორი , ავტომობილი.

пятница, 27 сентября 2019 г.


ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის სამუშაო პროგრამა/განრიგი



წრის  სახელწოდება:    „ტექნოლოგიების ერა“
წრის ხელმძღვანელი:    ვენერა ხახუბია ესებუა
სკოლა: სსიპ სენაკის მუნოციპალიტეტის მე-7 საჯარო სკოლა
მიზნობრივი ჯგუფი: VI   კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა რაოდენობა 14.

Ø წრის მიზანია:  საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეებსს შეექმნებათ სწორი წარმოდგენა ინფორმაციის არსსა და აღნიშნულ პროცესებზე, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მათი  აზროვნების სწორი მიმართულებით განვითარებას.  ისწავლონ თანამშრომლობა, ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება.  ისწავლონ ისტ-თან დაკავშირებული ცნებები, დაეუფლონ  შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერონ ისტ-ით სარგებლობის  სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები. ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საგნების პრეზენტაციისათვის. წრეში მუშაობა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მიზანმიმართულად გამოიყენონ კომპიუტერი, შეისწავლონ ელემენტარული უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ სამომავლოდ, ცხოვრების ასპარეზზე, აგრეთვე მოსწავლეთათვის კომპიუტერული წიგნიერების  დონის მიღწევა, ისტ-ის გამოყენება სხვადასხვა საგანთან მიმართებაში.

მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამების(MS Wordi,PowerPoint )და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას. წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიებისა და  მისი პრაქტიკულად გამოყენების უნარი. ისწავლიან გუნდურ მუშაობას, სხვისი აზრის  პატივისცემას...

წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამების და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას, წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევების განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას, მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის ძიების და გამოყენების უნარი. წრის მუშაობის მიმდინარეობის ეტაპები  დასურათდება და აიტვირთება სკოლის ფეისბუქ-გვერდზე.

 
წრის ხანგრძლივობა: 2019-2020 სასწავლო წლის I  სემესტრი, 15 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა კვირაში ერთი საგაკვეთილო საათი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: v.khakhubia@gmail.com

საწრეო მუშაობის მიზნის მიღწევის შემთხვევაში მივიღებთ
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
შედეგებს
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტანდარტი
შედეგების ინდექსი
სტანდარტის შედეგები
ის.ტექნ.დაწყ.1.
მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს

მოსწავლე:
Ø  ციფრული ინფორმაციის გამოყენებისას ესმის პლაგიატის მნიშვნელობა;
Ø  ქსელურ გარემოში ავლენს პოზიტიურ სოციალურ უნარ-ჩვევებს;
Ø  მსჯელობს ისტ-ის გამოყენების როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.
ის.ტექნ.დაწყ.3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში

მოსწავლე:
Ø  ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
Ø  ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
Ø  მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.
ის.ტექნ.დაწყ.4.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას

მოსწავლე:
Ø  აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას;
Ø  მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
Ø  ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიან კომბინირებას;
Ø  ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.


ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის მეცადინეობის გეგმა


თარიღი
თემის დასახელება
26.09.2019 წ
საორგანიზაციო საკითხები
წრის მუშაობის გეგმის გაცნობა
1.10.2019 წ
ტექსტური რედაქტორის გამოყენება: ტექსტის დაფორმატება, სტილის განსაზღვრა. ბეჭდვის წინა დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა
3.10.2019 წ
მართლწერის შემოწმება და ავტოკორექციის ფუნქციების გამოყენება
9.10.2019 წ
ტექსტურ დოკუმენტში სურათების ჩასმა
16.10.2019 წ
საპრეზენტაციო პროგრამა
18.10.2019 წ
საპრეზენტაციო დოკუმენტის შექმნა.
22.10.2019 წ
კომპიუტერი, როგორც კომუნიკაციის საშუალება
25.10.2019 წ
ვებ-გვერდი და მისი შემადგენელი კომპონენტები
5.11.2019 წ
ინტერნეტი
8.11.2019 წ
მეილის შექმნა
14.11.2019 წ
წერილების გაგზავნა ერთმანეთზე და პასუხის მიღება
21.11.2019 წ
ჩატარებული საწრეო მუშაობის შედეგები და შეჯამება







სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის  მე-7 საჯარო სკოლის ისტ-ის წრის მოსწავლეთა განაცხადი

2019/2020 სასწავლო წელი
N
სახელი
გვარი
1
ლიკა
ადამია
2
ნინო
კილასონი
3
დავით
აფაქიძე
4
ნათია
დანელია
5
მარიამ
ნინუა
6
მათე
ჭაავა
7
თამარ
თუნგია
8
ბარბარწე
ჭყონია
9
ნიკა
ხუხუა
10
მარიამ
დავითაია
11
ლიზი
ქავთარაძე
12
გიორგი
საჯაია
13
ლუკა
ლეჟავა
14
დავით 
აფაქიძე